რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ტრაილერი ამობრუნდა – 100 ცხვარი დაიხოცა – ვიდეო

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე  ტრაილერი ამობრუნდა - 100 ცხვარი დაიხოცა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რესტორან მარაბდასთან.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ტრაილერს ცხვრები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.

ინფორუსთავი