სასამართლოში მიმავალ ნიკა მელიას შვილი დაემშვიდობა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია სასამართლოში დაიბარეს, არის დიდი ალბათობა რომ ის დღესვე დააკავონ. როდესაც მელია სახლიდან გამოდიოდა მისი შვილი დაემშვიდობა.
კატეგორია: ვიდეოები
რას აკეთებდა ნიკა მელია 20 ივნისის ღამეს, მაშინ როდესაც აქციის დაშლა მიმდინარეობდა – ვიდეო
ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან, 3 ადამიანი მოკლეს – ვიდეო
ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახდებ რუსული მედია წერს. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია. ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციის მახლობლად მოხდა. თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. სამართალდამცველების თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს.
ანა დოლიძე – ”ციხეში უშვებენ და არც უცხადებ სახელს და გვარს? გახარიას შნირი, უბედური პატრული ზის აქ და იმეორებს შაბლონურ ტექსტს” – ვიდეო
აქციაზე დაკავებულ 100-მდე პირს პატიმრობა შეეფარდა. ფაქტი გააპროტესტა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. “ციხეში უშვებენ და არც უცხადებ სახელს და გვარს? გახარიას შნირი, უბედური პატრული ზის აქ და იმეორებს შაბლონურ ტექსტს” – თქვა მან. https://www.facebook.com/rustavi2/videos/306799093561211/
რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ – სხდომას გავრილოვი წაიყვანს – ვიდეო
რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია რამდენიმე წუთში გაიხსნება. სხდომას სერგეი გავრილოვი წაიყვანს. ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის მტრების მონაწილეობით საქართველოში ასამბლეის ჩატარება სამარცხვინოა. რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც. რუსთავი 2
“საყურე ქართველ კაცს არ უხდება!” – რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცმა ქუჩის მუსიკოსები ცემა – ვიდეო
რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი, ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ბიჭს ეკეთა. თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სიციალურ ქსელებში ვრცელდება. ფაქტი ასევე […]
ნატა ფერაძემ პრაიდის მოწინააღმდეგეებს შუათითი უჩვენა – ვიდეო
აქტივისტმა ნატა ფერაძემ შუა თითების ჩვენების ჟესტი თბილისი პრაიდის გამართვის მოწინააღმდეგეების მიმართ ამჯერად პირდაპირ ეთერში გამოიყენა. ფერაძემ TV იმედის გადაცემა „პირისპირ-ში სტუმრობა რამდენიმე წამიანი გამოსვლის შემდეგ სწორედ ამ ჟესტით დაასრულა, თქვა, რომ მოპასუხე მხარესთან სასაუბრო არაფერი ქონდა და სტუდია დატოვა. გადაცემის მთავარი კითხვა იყო – უნდა გაიმართოს თუ არა თბილისი პრაიდი. პრაიმ ტაიმი
მერკელი ზელენსკისთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა – ვიდეო
ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა. ინციდენტი დახვედრის ცერემონიისას მოხდა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს გერმანიის კანცლერს შეეტყო, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ცერემონია არ შეწყვეტილა. სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერის ცუდად გახდომის მიზეზი მაღალი სიცხე გახდა. დახვედრის ცერემონიის დროს ჰაერის ტემპერატურა ბერლინში 30 გრადუსზე მაღალი იყო. მომხდარის შეესახებ კანცლერს შეკითხვა პრესკონფერენციის დროსაც დაუსვეს, რაზეც მან […]
“კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს, ილია წულაიას 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადასცა” – ვიდეო
კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადასცა – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაცმოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისში, ვარკეთილში, “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტში კომპანიამ “არქიმ” გაიმარჯვა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ილია წულაიას ეკუთვნის. “გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია წულაიას, ვგულისხმობ […]
“ყველამ თავი დამანებეთ!” – ემოციური გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძემ რუსთავი 2 დატოვა – ვიდეო
ზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა “კვირის აქცენტებში” – მიხეილ კალანდიაზე საუბრის დროს ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და სტუდიაში ფეხზე წამოდგა. მან თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს. ზაზა სარალიძემ ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით ეუბნებოდნენ, რომ “ამ თამაშში ვერ აგყვები, იმიტომ რომ ეს “ნაციონალების” თამაშიაო.” ზაზა სარალიძე უარს ამბობს ჟურნალისტებთან კავშირზე და მოითხოვს, რომ ყველამ თავი დაანებოს. […]