მერკელი ზელენსკისთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა – ვიდეო

ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა. ინციდენტი დახვედრის ცერემონიისას მოხდა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს გერმანიის კანცლერს შეეტყო, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ცერემონია არ შეწყვეტილა.

სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერის ცუდად გახდომის მიზეზი მაღალი სიცხე გახდა. დახვედრის ცერემონიის დროს ჰაერის ტემპერატურა ბერლინში 30 გრადუსზე მაღალი იყო. მომხდარის შეესახებ კანცლერს შეკითხვა პრესკონფერენციის დროსაც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობდა.

ქვეყნების ლიდერებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის დონბასის თემაც. ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ გაუქმდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019