“საყურე ქართველ კაცს არ უხდება!” – რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცმა ქუჩის მუსიკოსები ცემა – ვიდეო

"საყურე ქართველ კაცს არ უხდება!" - რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცმა ქუჩის მუსიკოსები ცემა - ვიდეორუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი, ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ბიჭს ეკეთა.

თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სიციალურ ქსელებში ვრცელდება. ფაქტი ასევე ასახულია თბილისის მეტროპოლიტენში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე.

საქმეზე ინფორმირებულია შს სამინისტროც.