ჭდე: ახმეტა

ავარია ახმეტაში – 2 ადამიანი დაშავდა

ოკამთან 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა

ახმეტაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაცტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ნიუპოსტი

ავარია ახმეტაში – მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა

ავარია ახმეტაში - მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა

ავტოავარიის შედეგად ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ,,ქრონიკის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სოფელ ქისტაურში მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ხიდის მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავტომობილის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. მძიმეა მძღოლის, 68 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმედინიუსი

ახმეტაში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ახმეტაში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენის მთაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაცით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეშით დატვირთული მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ხევიდან ავტომანქანის ამოტანას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის […]

ახმეტაში მოსახლეობამ მშენებარე სალოცავის დანგრევის ფაქტი გააპროტესტა

ახმეტაში მოსახლეობამ მშენებარე სალოცავის დანგრევის ფაქტი გააპროტესტა

ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა პანკისში, მშენებარე სალოცავის დანგრევის ფაქტს აპროტესტებს. ალავერდის ეპარქიის მრევლი საქმის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილები სიტუაციის გამწვავებას არ გამორიცხავენ. აქციაზე ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი მივიდა. – ეს არის განზრახ გადადგმული ნაბიჯი ამ ორი ხალხის დასაპირისპირებლად, მაგრამ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება, – განაცხადა ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა. პანკისის […]