ავტოავარიის შედეგად ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც ,,ქრონიკის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სოფელ ქისტაურში მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ხიდის მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ავტომობილის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. მძიმეა მძღოლის, 68 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
იმედინიუსი

