ჭდე: ახმეტა

ახმეტაში 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ეძებენ

ახმეტაში 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ეძებენ

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის ახალგაზრდას მესამე დღეა ეძებენ. რობერტ ნაცვლიშვილი ბოლოს 12 დეკემბერს ნახეს. ოჯახის ვერსიით, ახალგაზრდა შესაძლოა, მონასტერში წასულიყო, თუმცა მის კვალს ახლომდებარე მონასტრებში ვერ მიაკვლიეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცველები, სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. იპნ

ახმეტის სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ 33 წლის ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი მწყემსმა იპოვა. ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სასტუმროში მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახმეტაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

ახმეტაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღოდა, რომლის დროსაც მამაკაცს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. 35 წლამდე მამაკაცს ჭრილობები მუცლისა და ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. მას გამოკვლევები ჩაუტარდა. ადგილზე მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

ახმეტაში მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ილტოს ხეობაში მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება […]

ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები დაარბიეს

გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა კარის გატეხვით შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც. როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ განაცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. „სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ […]

ახმეტაში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდა

ახმეტაში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდა

ახმეტაში მდებარე ერთ-ერთ აქამდე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს. ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული იყო. გადაწყვეტილება 7 ნოემბერს  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მიიღო.

ახმეტაში მამაკაცი გველმა დაკბინა

ახმეტაში მამაკაცი გველმა დაკბინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მამაკაცი გველმა დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის შალვა გაწირიძემ სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. მას ნაკბენები სწორედ ფეხის არეში აქვს. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარია ახმეტაში – დაშავდა 2 ადამიანი

ავარია ახმეტაში - დაშავდა 2 ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. სოფელ ალავერდთან ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ და „მიცუბიშის” მარკის მანქანები შეეჯახა, რის შედეგად დაშავდა მძღოლი და მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ორივე დაშავებულს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აქვთ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

სოფელ ქისტაურის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე აძინებენ 

სოფელ ქისტაურის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე აძინებენ 

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშნის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები. ააიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის […]

ახმეტაში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს

"თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ"- რა გახდა ბათუმში 24 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს, მას ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ნიუპოსტის ცნობით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. მოკლული მამაკაცის სახლში მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.