ჭდე: ატლეტიკო

დიეგო სიმეონე: ”იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა”

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მისმა გუნდმა ტაქტიკურად დათმო თამაში და იუვენტუსმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. სიმეონეს თქმით მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ შეძლო ატლეტიკომ ჩვეული ფეხბურთის ჩვენება: ”ძალიან დამწუხრებული ვარ დღევანდელი შედეგით, თუმცა ვაღიარებ, რომ იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა და ისინი ჩვენზე სწრაფად მოქმედებდნენ. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და სამართლიანად […]

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ წაგების მიუხედავად ატლეტიკო მას ტიტულებში ვერ შეედრება. რონალდოს თქმით მას 5 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ხოლო ატლეტიკოს კი არცერთი: ”დასანანია, რომ დავმარცხდით, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ყოველთვის შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. იმედი მაქვს, მეორე მატჩში რევანშს ავიღებთ. რაც შეეხება ატლეტიკოს, მათ არცერთი ლიგა არა აქვთ […]

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე  სავარაუდოდ  გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რადგან ატლეტიკო მას ძალიან დიდ ანაზღაურებას სთავაზობს. ახალი კონტრაქტის მიხედვით სიმეონეს ხელფასი ატლეტიკოში 20 მილიონ ევრომდე იქნება, რაც სიმეონეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევს. დიეგო სიმეონე ატლეტიკოში 2012 წლიდან მუშაობს და მასთან ერთად ატლეტიკომ ბევრ წარმატებას მიაღწია, ხოლო 2014 წელს კი მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატიც […]

დიეგო კოშტა: ”გვსურს რომ რეალი დავამარცხოთ”

დიეგო კოშტა: ”გვსურს რომ რეალი დავამარცხოთ”

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ რეალთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა და თქვა რომ რეალი ატლეტიკოსთვის განსაკუთრებული მეტოქეა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ მის დასამარცხებლად: ”რეალი კვლავინდებურად ძლიერია, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ. ატლეტიკოს ყველა ფეხბურთელს სურს რეალის დამარცხება. ბოლო შეხვედრები კარგად ჩავატარეთ და რეალთან სათამაშოდ მზად ვართ”–განაცხადა დიეგო კოსტამ. რეალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა […]

ატლეტიკომ რეალს სუპერთასი მოუგო – ვიდეო

ატლეტიკომ რეალს სუპერთასი მოუგო - ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ ტალინში დასრულდა ევროპის სუპერთასის მატჩი მადრიდის რეალსა და ატლეტიკოს შორის. “ატლეტიკომ” დამატებით დროში “რეალს” 4:2 სძლია. საინტერესო იყო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში როგორ წარმოაჩენდა თავს თავდამსხმელ რონალდოს გარეშე დარჩენილი “რეალი”, რომელსაც ახალი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ახალ სტილში ათამაშებს. ვერ წარმოაჩინა! ანგარიში 49-ე წამზე როხიბლანკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ გახსნა. ეს სუპერთასზე გატანილი ყველაზე […]

ნიკოლა კალინიჩი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა

ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა

მადრიდის “ატლეტიკომ” გვაუწყა, რომ კლუბმა “მილანიდან” ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი დაიმატა. “როხიბლანკოს” აღნიშნული გარიგება 15 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელს კი 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ახლა დიეგო სიმეონეს განკარგულებაში ერთბაშად რვა ფორვარდია. “ვანდა მეტროპოლიტანოს” ბინადრები, სავარაუდოდ, შეელევიან კევინ გამეიროს, რომელიც “ვალენსიაში” უნდა გადაბარგდეს. რაც შეეხება კალინიჩს, ის “როსონერიში” გასულ ზაფხულს ფლორენციის “ფიორენტინადან” გადაბარგდა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ […]

ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში რჩება

ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოში რჩება

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე რომ ის მადრიდის ატლეტიკოში რჩება და ბარსელონაში არ გადადის. გრიზმანის თქმით მან ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო და მის შეცვლას არ აპირებს: ”მე ბევრი ვიფიქრე, ჩემ ოჯახის წევრებსაც დაველაპარაკე და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება რომ ატლეტიკოში ვრჩები, რადგან ამ გუნდში ბედნიერი ვარ. ვფიქრობ რომ გადაწყვეტილებას […]

ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს

ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს

მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს და ბარსელონაში არ გადავიდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანმა ახლობლებს უთხრა რომ ის დარჩენას აპირებს. გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონაში თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო მომენტში თვითონ ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. გრიზმანს ატლეტიკოში დარჩენა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმაც დიდიე დეშამმაც ურჩია, რომლის აზრით გრიზმანი ბარსელონაში ლიდერი ვერ გახდება.

ანხელ დი მარია შესაძლოა ატლეტიკოში ვიხილოთ

ანხელ დი მარია შესაძლოა ატლეტიკოში ვიხილოთ

პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარიას პსჟ-დან წასვლა სურს, რადგან ის პარიზულ კლუბში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ არის. ატლეტიკო შესაძლოა ანტუან გრიზმანმა დატოვოს და მადრიდში უკვე ეძებენ მის შემცვლელს. აღსანიშნავია ისიც რომ დი მარია 4 წლის მანძილზე რეალის ღირსებას იცავდა და ამ გარემოების გამო, […]

დიეგო სიმეონე: ”ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”

დიეგო სიმეონე: ”ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”

მადრიდის ატლეტიკო ევროპის ლიგის გამარჯვებულის. მადრიდელებმა ფინალში მარსელის ოლიმპიკი დაამარცხეს 3:0. დიეგო სიმეონემ პირველად შეძლო ატლეტიკოსთან ერთად ევროპული საკლუბო ტურნირის მოგება და მატჩის შემდეგ ის ემოციებს არ მალავდა: ”ეს გამარჯვება კიდევ უფრო ძლიერებს გაგვხდის მომავალში და ყველა გულშემატკივარს გულწრფელად ვულოცავ დღევანდელ ტრიუმფს. ვიმედოვნებ რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ. სიმეონემ ასევე იმედი გამოთქვა […]