დიეგო სიმეონე: ”იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა”

დიეგო სიმეონე: ”იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა”მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მისმა გუნდმა ტაქტიკურად დათმო თამაში და იუვენტუსმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. სიმეონეს თქმით მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ შეძლო ატლეტიკომ ჩვეული ფეხბურთის ჩვენება:

”ძალიან დამწუხრებული ვარ დღევანდელი შედეგით, თუმცა ვაღიარებ, რომ იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა და ისინი ჩვენზე სწრაფად მოქმედებდნენ. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და სამართლიანად დავისაჯეთ”–განაცხადა სიმეონემ.