ჭდე: ატლეტიკო

სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

მანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს და ესპანეთში დაბრუნდეს. აგუეროს შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს, სადაც აგუერო 2007-2011 წლებში თამაშობდა. ანტუან გრიზმანი სავარაუდოდ ატლეტიკოს დატოვებს და მადრიდში მის შემცვლელს უკვე ეძებენ. აგუეროსთვის ატლეტიკო პირველი ევროპული გუნდია, სადაც მან გაითქვა კიდეც სახელი. ჯერჯერობით აგუეროს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ინგლისში საკმაოდ ბევრს საუბრობენ […]

დიეგო სიმეონე: ”ფინალში თამაში დავიმსახურეთ”

დიეგო სიმეონე: ”ფინალში თამაში დავიმსახურეთ”

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ არსენალთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. სიმეონეს აზრით ატლეტიკომ არსენალი ყველა კომპონენტში დაჩაგრა: ”რთული იყო  მატჩისთვის ტრიბუნიდან ცქერა და ვაღიარებ რომ ძალიან ვინერვიულე. მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით და ეს გამარჯვება  დავიმსახურეთ. ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს, ამიტომ ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ. ფინალში ატლეტიკოს მეტოქე […]

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი უკვე აღარც მალავს რომ სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეს გუნდი სავარაუდოდ ბარსელონაა. გრიზმანის ცოლი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში შენიშნეს, სადაც ის სახლს ეძებდა, სავარაუდოდ ეს გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერს უკავშირდება. ბარსელონა გრიზმანში სავარაუდოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის და ზაფხულის დასაწყისში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. ატლეტიკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ აღიარა რომ გრიზმანს სხვა […]

ანტუან გრიზმანი: ”სხვა გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ”

ანტუან გრიზმანი: ”სხვა გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ”

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა აღიარა რომ ის სხვა გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ამ გუნდის ვინაობა არ დაუსახელებია. გრიზმანმა ზუსტად არ იცის დარჩება თუ არა ის ატლეტიკოში: ”მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მინდა რომ უფრო წინ წავიდე, ამიტომ არ ვიცი დავრჩები თუ არა ატლეტიკოში. სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით […]

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში არ გადადის

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში არ გადადის

მადრიდის ატლეტიკოს ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ ის ბარსელონასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. გრიზმანის თქმით მედიაში გავრცელებული ყველა ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება: ”ბარსელონასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ. არ ვიცი ასეთი ინფორმაციები რატომ ვრცელდება. ატლეტიკოში ბედნიერი ვარ, თუმცა მომავალში რა მოხდება არავინ იცის”–განაცხადა ანტუან გრიზმანმა. გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერზე უკვე ბევრი იწერება და ბევრი საფეხბურთო სპეციალისტი […]

სიმეონემ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა

სიმეონემ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა

დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა და თქვა რომ ეს შედეგი ყარაბაღთან ორი ვერმოგებული მატჩის ბრალია. სიმეონეს აზრით ეს შეხვედრები გადამწყვეტი იყო. ”ძალიან სამწუხაროა რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით და ეს მთლიანად გუნდის ბრალია. ჩვენ უნდა მოგვეგო ყარაბაღთან და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. უკვე ვეღარაფერს შევცვლით, ამიტომ მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ. […]

ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინურ გუნდში გადავიდეს სათამაშოს. ტორესი, რომელიც 33 წლის არის, უკვე აღარ განიხილება ატლეტიკოში ძირითადი შემადგენლობის წევრად, ამიტომ მისი ამ გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალურია. ჩინეთში ფერნანდოს რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და გარდა ამისა, მას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იწვევენ. ტორესი სავარაუდოდ ამ სეზონს ატლეტიკოში ჩაამთავრებს, ხოლო შემდეგ კი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი მომავალი […]

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოში რჩება

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოში რჩება

მადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელი დიეგო სიმეონე მალე გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ატლეტიკოში მინიმუმ კიდევ რამდენიმე წლით დარჩება. სიმეონეს წასვლის შესახებ მთელი ზაფხულის მანძილზე იყო ჭორები, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და დიეგო ისევ ატლეტიკოს უხელმძღვანელებს. სიმეონე ატლეტიკოს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ მადრიდული კლუბის პროგრესი სახეზეა. 2014 წელს სიმეონემ თავის გუნდთან ერთად […]

დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის ატლეტიკოს დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ატლეტიკოს 2021 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს. ზაფხულში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ სიმეონეს შესაძლოა დაეტოვებინა ატლეტიკო, მაგრამ ეს საუბრები არ გამართლდა და დიეგო ისევ მადრიდულ კლუბს უხელმძღვანელებს. სიმეონე ატლეტიკოში 2011 წლიდან მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით ატლეტიკომ ბევრ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით 2014 წელს, როდესაც მადრიდელები […]

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის ატლეტიკოს ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ატლეტიკოში 2022 წლის ჩათვლით ითამაშებს. ამ ნაბიჯით გრიზმანმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა იმ ჭორებს, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა კარიერას. გრიზმანმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ატლეტიკოს სურს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ გუნდის გულშემატკივრებს უამრავი […]