ჭდე: ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი იზრდება

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 185 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზარი ორი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის საერთო კაპიტალიზაციას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინმაც ახალი რეკორდი დაამყარა, მისმა ღირებულებამ 6600 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კაპიტალიზაციამ 110 მილიარდ აშშ დოლარს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 800%-ით არის გაზრდილი. […]

დღეს დილით ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა – 5.874 დოლარი

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

დღეს დილით ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა – ის პირველად ისტორიაში 5.874 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. უცოური მედიის ცნობით, ბიტკოინის ფასის ავარდნას ინფორმაცია უძღოდა წინ, რომლის თანახმად ჩინეთში, შესაძლოა, მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაგრძელდეს ბიტკოინებით ვაჭრობა. შედეგად, ერთ დღეში ბიტკოინის საბაზრო კურსი 500 აშშ დოლარით – 9,2%–ით გაიზარდა. გუშინდელმა ზრდამ 13% შეადგინა. ბიტკოინის ფასის ზრდწის ტენდენციის განახლებას […]

ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა

ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა

ჩინეთში კრიპტოსავალუტო ბირჟებს ვაჭრობის შეწყვეტა და დახურვის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება მოსთხოვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო. ბირჟებისთვის მიცემული ვადა 15 სექტემბერს ამოიწურა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. “ყველა ბირჟამ 15 სექტემბრის ღამის 12 საათამდე უნდა გამოაქვეყნოს ცნობა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შეჩერების და ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში. ბირჟებს 20 სექტემბრამდე მომხმარებლებისთვის თანხების განაღდებას და ინვესტორთა […]

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ელექტრონული ვალუტების პოპულარობა ყოველდღიურად მატულობს. კრიპტოვალუტა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად იაპონიამ, გადახდის ოფიციალურ საშუალებად უკვე აღიარა. მსოფლიოში არაერთი კომპანია კი საკუთარ ნაწარმს ონლაინ, ბიტკოინისა და სხვა ელექტრონული ვალუტების მეშვეობით ყიდის. ამ ფერხულში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ერთვება. კრიპტოვალუტების მიმართ ნდობა და ცნობადობა საქართველოში არც ისე მაღალია. ამას „საქმის კურსთან“ ადასტურებენ ის კომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე სწორედ ელექტრონული ვალუტების […]

პიცა ბიტკოინით – საქართველოში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი ხდება

პიცა ბიტკოინით - საქართველოში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი ხდება

საქართველოში ბიტკოინით გადახდა შესაძლებელი ხდება. კომპანია “პრეგო” გადახდის საშუალებად ბიტკოინის დამატებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელი ნოდარ ბაღიშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ „პრეგო“ იქნება პირველი კომპანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, სადაც მომხმარებელს გადახდა ელექტრონული ვალუტით შეეძლება. ნოდარ ბაღიშვილის თქმით, “პრეგოში” ბიტკოინით გადახდა სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება. – პიცას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიტკოინის განვითარებაში, […]

ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბა

ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბა

პირველად ისტორიაში კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა ოქროს ფასს გადააჭარბა. Coindesk-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ფასმა 1.265 დოლარს მიაღწია. ბლუმბერგის მონაცემებით კი, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო 1.233 დოლარი ღირდა. ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 2013 წლის 29 ნოემბერს მიაღწია, როცა მისი ფასი 1.242 დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ბიტკოინის გაძვირება ჩინეთში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს […]