ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი იზრდება
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 185 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ბაზარი ორი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის საერთო კაპიტალიზაციას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინმაც ახალი რეკორდი დაამყარა, მისმა ღირებულებამ 6600 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კაპიტალიზაციამ 110 მილიარდ აშშ დოლარს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 800%-ით არის გაზრდილი.
ბიტკოინის ფასის ზრდას Bitcoin Cash-ის ღირებულების ზრდა მოყვა, რომელიც 8,5%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა 484 აშშ დოლარი შეადგინა
ბიზნესმედია