ჭდე: ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი – პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა დაიწყო შეთხზული საბაბით. მისი თქმით, პუტინი „კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში“. „გასული კვირის […]

ჯონსონი – ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

ცნობილია იმ ფინანსური სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს უწესებს. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანალოგიური სანქციები დაუწესდება ბელორუსსაც, უკრაინაზე თავდასმაში მონაწილეობისთვის. სასანქციო ღონისძიებების ფარგლებში ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს VTB ბანკის დაუყოვნებლივ გაყინვასაც. გთავაზობთ დანარჩენი სანქციების ჩამონათვალს სრულად: კანონმდებლობა აუკრძალავს ძირითად რუსულ კომპანიებსა […]

ჯონსონი – “რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციები დაწესდება”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას ყოველგვარი პროვოკაციისა და სარწმუნო საბაბის გარეშე, – ასე აფასებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, სატელევიზიო მიმართვაში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით არსებული შიშები გამართლდა და პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები, „რუსეთს უფრო მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ“. „ვლადიმერ პუტინი თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას, ყოველგვარი პროვოკაციისა […]

ბორის ჯონსონი – “რუსეთი 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს “ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ”, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. ჯონსონის ინფორმაციით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ […]

ჯონსონი – “პუტინს უკან დახევის დრო აქვს”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებული სიტუაცია ძალიან რთულია და საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. „საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯონსონმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უკან დახევის […]

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა – “2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღიარა, რომ რეგულაციები დაარღვია და 2020 წლის 20 მაისს მასობრივ შეკრებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პრემიერმა შეკრებაზე, რომელიც ბაღში გაიმართა, 25 წუთი გაატარა. „მესმის რას გრძნობს ხალხი ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები არღვევენ იმ რეგულაციებს, რომლებიც თავად დააწესეს. […]

ჯონსონი – “რეანიმაციის პაციენტების 90% ბუსტერ დოზით არაა აცრილი”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრან. ”ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ იმ ადამიანების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ამჟამად ჩვენი საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში რჩებიან, არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან „ბუსტერ“ დოზით აცრილები. მე ვესაუბრე ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების 90%-ს შეადგენს“, – აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, […]

ბორის ჯონსონმა კერი სიმონდსზე იქორწინა

ბორის ჯონსონმა კერი სიმონდსზე იქორწინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, 56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი სიმონდსმა უესტმინსტერის კათედრალში იქორწინეს. ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ბორის ჯონსონი და კერი სიმონდი 2020 წლის მარტში დაინიშნენ და  ამავე წლის აპრილში  ვაჟი შეეძინათ. ბორის ჯონსონის წინა ქორწინება  2018 წელს დასრულდა. ჯონსონი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველია, რომელიც […]

ბორის ჯონსონი – “ექიმები მზად იყვნენ, ჩემი გარდაცვალება გამოეცხადებინათ”

ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკულ გამოცემა the Sun-თან კორონავირუსით ავადმყოფობის და საავადმყოფოში მკურნალობის შესახებ ისაუბრა. ჯონსონის თქმით, ლიტრობით ჟანგბადი დასჭირდა და იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ექიმები მზად იყვნენ, მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ. ბორის ჯონსონი კლინიკაში ერთი თვის მანძილზე მკურნალობდა. “არ ვიყავი კარგად და ვიცოდი, რომ ექიმებს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ თუ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. იღბლიანი აღმოვჩნდი, საავადმყოფოში მუდმივად […]

ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს. კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.