ბორის ჯონსონმა კერი სიმონდსზე იქორწინა

ბორის ჯონსონმა კერი სიმონდსზე იქორწინადიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, 56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი სიმონდსმა უესტმინსტერის კათედრალში იქორწინეს.

ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

ბორის ჯონსონი და კერი სიმონდი 2020 წლის მარტში დაინიშნენ და  ამავე წლის აპრილში  ვაჟი შეეძინათ.

ბორის ჯონსონის წინა ქორწინება  2018 წელს დასრულდა.

ჯონსონი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას დაქორწინდა