ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა – “2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღიარა, რომ რეგულაციები დაარღვია და 2020 წლის 20 მაისს მასობრივ შეკრებაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, პრემიერმა შეკრებაზე, რომელიც ბაღში გაიმართა, 25 წუთი გაატარა.

„მესმის რას გრძნობს ხალხი ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები არღვევენ იმ რეგულაციებს, რომლებიც თავად დააწესეს. მე მაშინ რამდენიმე ადამიანს შევხვდი და მეგონა, რომ ეს საქმიანი შეხვედრა იყო. ეს დაახლოებით 6 საათზე მოხდა, როდესაც ჩემს კოლეგებს ბაღში შევხვდი. მე თავიდან უნდა ამერიდებინა მასშტაბური შეკრება და მომეწოდებინა მათთვის,  შენობაში შესულიყვნენ“, – განაცხადა ჯონსონმა.

იპნ