ჭდე: ბრალის წაყენება

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი წაუყენეს

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი წაუყენეს

20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. იპნ

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მიხეილ კალანდია დააკავეს - მას დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა ბრალდება

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. „მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით“, – აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის […]

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ბრალს დღეს წაუყენებენ

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ბრალს დღეს წაუყენებენ

8 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. 16 წლის გოგონას, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ის ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ბრალის წარდგენამდე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს. „საღამოს წარედგინება ბრალი, მანამდე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი […]

სუსის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელი თბილისის იზოლატორში გადაიყვანეს – მათ ბრალს 21 მაისს წაუყენებენ

სუსის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელი თბილისის იზოლატორში გადაიყვანეს - მათ ბრალს 21 მაისს წაუყენებენ

სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად 21 მაისს წაუყენებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. დაკავებული სპორტსმენები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი […]

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

”ლევან ჯიბღაშვილს დაკავების დროს კალაძის სახელი არ უხსენებია” - რას ამბობს ადვოკატი

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე. მსახიობი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, […]

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერებში შეღწევა საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. „შეთქმულების მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო მენინგისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიღება და გადაცემაში. ეს ინფორმაცია აშშ-ს ეროვნული თავდაცვის საკითხებს ეხებოდა და მათი განთავსება „ვიკილიქსის“ საიტზე იგეგმებოდა“, – ნათქვამია […]

ზვიად კუპრავა – ”გაუგებარ ახალ საქმეზე ბრალი წამიყენეს… ხვალ 12 საათამდე მომცეს დრო (როგორც ჩანს, გასაქცევად)”

ზვიად კუპრავა - "ივანიშვილზე მალე სკანდალურ ინფორმაციას გაიგებთ"

ზვიად კუპრავამ 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: ”გაუგებარ ახალ საქმეზე ბრალი წამიყენეს… ხვალ 12 საათამდე მომცეს დრო (როგორც ჩანს, გასაქცევად)? არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ… მობრძანდით გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, გელოდებით. ჭავჭავაძის 29.”

ტრაგედია ჭავჭავაძეზე – სასწრაფოს მძღოლს ბრალი წაუყენეს

ტრაგედია ვაკეში - სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა - ვიდეო

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი, რომელიც დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მუშებს დაეჯახა, უკვე დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მას ბრალი წარუდგინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასწრაფო დახმარების მძღოლი, შემთხვევის დროს მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძიება, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის მიმართ, ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო თბილისის სასწრაფო […]

რეზო ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს

რეზო ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მანამდე საქმის გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც […]

ლევან შონიას ბრალი წაუყენეს

ლევან შონიას ბრალი წაუყენეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორს ბრალი წაუყენეს. სუს-ის ინფორმაციით, ლევან შონია მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის […]