ჭდე: ბრალის წაყენება

ნოდარ ცეცხლაძის მკვლელობისთვის ბექა კვიციანს ბრალი წაუყენეს – ”მან ხელი არ მოაწერა ბრალდებას”

შსს - ბექა კვიციანმა ნოდარ ცეცხლაძეს თბილისის ზღვასთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა - ვიდეო

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის, ნოდარ ცეცხლაძის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა, ბრალის დადგენილებას ხელი ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოაწერა და დოკუმენტი მან ჩაიბარა. „არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს რაიმე დანაშაულის არსებობაზე. მასთან კომუნიკაცია ისევ შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის. მან ხელი არ […]

ირაკლი კაკულიას და 3 პირს ბრალი წაუყენეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს. ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდებას, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი კაკულიას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალდება. დაახლოებით 10 ტომია როგორც მეუბნებიან და ერთი შეხედვით რასაც გავეცანი, ეს არის უფრო ვარაუდებზე დამყარებული, ვინაიდან […]

ირაკლი დეკანოიძეს ბრალი წაუყენეს – ”ჩემი კლიენტი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს”

პოლიციამ ნათია გოგალაძის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე დააკავა - ვიდეო

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მას ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის 109-ე […]

გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობის გამო ქუთაისის ციხეში პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალი წაუყენეს

გოგა წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 01 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს […]

პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა

ილია ჯიშკარიანი გულის შეტევით საავადმყოფოში დააწვინეს - ”მას მანდატს ვერ შევუჩერებთ”

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. “2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში”,  ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ  ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე,  ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა  […]

რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს

რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს

რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალის წარდგენა ქვემო ქართლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულისა და გარდაცვლილის მეგობრის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა ქვეპუნქტით წარუდგინეს. „გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა,. ბრალის ფორმულირება შეიცვალა. […]

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიამ პროკურორების აცილება მოითხოვა

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ნიკა გვარამიას გარდა ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და “ინტერმედია პლუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც. გენერალური პროკურატურის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი […]

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ

ირაკლი ოქრუაშვილი - „ქალბატონო ეკა!  უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა,  თქვენს მეუღლეს ბალზაკის "შაგრენის ტყავი" წაუკითხეთ“

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად 27 ივლისს, 10:00 საათზე წაუყენებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივნისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. მიმდინარე […]

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც საელჩო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ […]

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16.754.000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს […]