ჭდე: ჩინეთი

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა. ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა მცირე კომპანიების 60%-ზე მეტი. ინფორმაცია ამის შესახებ ინდუსტრიის ვიცე-მინისტრი, ქსინ გუობინი ავრცელებს. მისივე თქმით, ქვეყანა სატრანსპორტო მიმოსვლაზე მკაცრი შეზღუდვების თანდათან მოხსნას იწყებს. ამასთან, worlometer-ის მონაცემებით, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორონავირუსის მხოლოდ 21 ახალი შემთხვევა უფიქსირდება. მედიის ცნობით, მათგან რამდენიმე იმპორტირებულია. იპნ

ჩინეთში 103 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

ჩინეთში 103 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

103 წლის ქალი უხუცესი ადამიანი გახდა კორონავირუსით განკურნებულთა და სახლში გაწერილთა შორის. ჟანგ გუანფენი უხანის საავადმყოფოში სულ რაღაც ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ექიმების განცხადებით, ასწლოვანი ადამიანის ასე სწრაფად განკურნების მიზეზი ის გახდა, რომ მას არ ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადება, გარდა მსუბუქი ქრონიკული ბრონქიტისა. გამოცემა Chutian Metropolis Daily-ს ცნობით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ქალს პირველ მარტს დაუსვეს, საავადმყოფოდან […]

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 19 შემთხვევა გამოვლინდა – პრეზიდენტი უხანში ჩავიდა

ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა - 2.000 დაავადებულია

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოულოდნელად ქალაქ უხანს ეწვია. ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აღნიშნულ რეგიონში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სი ძინპინმა თავად შეამოწმა სამუშაოები, რომლებიც რეგიონში ეპიდემიის აღკვეთის მიზნით მიმდინარეობს. ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ხუბეის პროვინციის გარეთ ინფიცირების ახალი შემთხვევები […]

“აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს” – ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება

"აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს" - ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“. ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელთა განცხადებით, ქვეყანა სრული ძალებით არის გადართული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ვირუსით მსოფლიოში უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3000-ზე მეტი კი გარდაცვლილი. მსგავსი: ცხრა კომპანია, რომელიც ახალი კორონავირუსის ვაქცინებსა და პრეპარატებზე მუშაობს „ჩვენი შეფასებით, იმედი […]

ჩინეთში კორონავირუსის კარანტინის სასტუმრო ჩამოინგრა

ჩინეთში კორონავირუსის კარანტინის სასტუმრო ჩამოინგრა

უბედური შემთხვევა მოხდა ჩინეთში. მსოფლიო მედიის ყურადღება კვლავ სახალხო რესპუბლიკისკენაა მიმართული. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. პარალელურად კი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათას გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში […]

კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებაში აპრილიდან ჩაეშვება

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

ჩინეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა კლინიკურ გამოყენებაში შემდეგი თვიდან ჩაეშვება. გლობალური კორონავირუსის ეპიდემიამ უკვე 100.00-ს მიაღწია. ამის შესახებ Dailymail წერს. ოფიციალური პირების ცნობით, ჩინელი მეცნიერები ცდილობენ, იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტები ერთდროულად ხუთი ტექნოლოგიის გამოყენებით განავითარონ. „აპრილის თვეში – ქვეყნის შესაბამისი კანონისა და რეგლამენტის შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი ვაქცინა კლინიკურ გამოყენებაში ჩაეშვება“,- აცხადებს, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის […]

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა - 2.000 დაავადებულია

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსის 2,102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11,791-ს მიაღწია. ეპიდემიის გამო, დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა

საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით რუსეთი 3 მილიარდი რუბლით იზარალებს

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. „შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნას ჩინეთში შექმნილ […]

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია. რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გუშინ აშშ-მ და კანადამ […]

ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა – 2.000 დაავადებულია

ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა - 2.000 დაავადებულია

ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია 2 ათასამდე ადამიანი, მათგან 300 ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ 2 ათას 700-მდე ადამიანია კიდევ დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქალაქ უხანიდან, სადაც ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, საკუთარი დიპლომატებისა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქიდან მოქალაქეების […]