ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა – 2.000 დაავადებულია

ჩინეთში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა - 2.000 დაავადებულიაჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია 2 ათასამდე ადამიანი, მათგან 300 ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით სავარაუდოდ 2 ათას 700-მდე ადამიანია კიდევ დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქალაქ უხანიდან, სადაც ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, საკუთარი დიპლომატებისა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქიდან მოქალაქეების გაყვანას გეგმავს საფრანგეთი, იორდანია, რუსეთი, ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა.

იზრდება კორონავირუსის გავრცელების არეალი.

პირველი ინფიცირებული გამოავლინეს კანადაში. მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული.

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიაა.

რუსთავი 2