კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებაში აპრილიდან ჩაეშვება

კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებაში აპრილიდან ჩაეშვებაჩინეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა კლინიკურ გამოყენებაში შემდეგი თვიდან ჩაეშვება. გლობალური კორონავირუსის ეპიდემიამ უკვე 100.00-ს მიაღწია.

ამის შესახებ Dailymail წერს.

ოფიციალური პირების ცნობით, ჩინელი მეცნიერები ცდილობენ, იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტები ერთდროულად ხუთი ტექნოლოგიის გამოყენებით განავითარონ.

„აპრილის თვეში – ქვეყნის შესაბამისი კანონისა და რეგლამენტის შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი ვაქცინა კლინიკურ გამოყენებაში ჩაეშვება“,- აცხადებს, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ტექნიკური განვითარებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით, როგორც კორონავირუსის შესწავლა, ასევე მისი ვაქცინის შექმნა კვლევასა და დაკვირვებას საჭიროებს.

ეს განცხადებები ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაკეთდა.

ოფიციალური პირების ცნობით, სპეციალური გუნდი შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზეა პასუხისმგებელი. ისინი ვაქცინის შექმნას ხუთი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ცდილობენ.

პრაიმტაიმი