ჭდე: დაკავება

თურქ გალიფ ოზთურქს უპოვეს ბევრი ფული და ნარკოტიკები

თურქ გალიფ ოზთურქს უპოვეს ბევრი ფული და ნარკოტიკები

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მის საცხოვრებელ მისამართზე, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. „მოქალაქე […]

თბილისში არასრულწლოვნის დაჭრისთვის 15 წლის გ.გ. დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, […]

ძმები კაკულიები დააკავეს

ძმები კაკულიები დააკავეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მათ ორი ადამიანი დაჭრეს. სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა მოტოციკლითა და ნიღბებით მათ თავს დაესხნენ. ჩვენი ინფორმაციით, ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ორთაჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. წარსულში არსებობდა ვერსია, რომ […]

გარდაბანში მკვლელობისთვის ი.კ. დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა […]

მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი დოდონი დააკავეს

მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი დოდონი დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრო-რუსი პრეზიდენტი და ამჟამად პრო-კრემლისტური ოპოზიციური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი, კორუფციის ბრალდებით, დააკავეს. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს. როგორც მედია წერს, აღნინშული, სავარაუდოდ, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთებას გამოიწვევს. დოდონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მოლდოვის პრო-დასავლელ პრეზიდენტს მაია სანდუს ქვეყნაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღება გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს. „ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეთითხნილია”, – დაწერა დოდონმა სოციალურ ქსელში. […]

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 9 პირი დააკავეს

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტები გამოავლინეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი […]

დერცელის სკოლის ბუღალტერმა 142.629,7 ლარი მოიპარა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 […]

ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს

ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ […]

ზუგდიდში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი დააკავეს

ზუგდიდში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთისა პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის […]

ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ […]