ჭდე: დაკავება

სომხეთში 125 კაცი დააკავეს

სომხეთში 125 კაცი დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ერევანში “დაუმორჩილებლობის აქციის“ 125 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცავები გადაკეტილი ქუჩების გახსნას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ […]

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს – პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. ცენტრალური კრიმინალური […]

ბათუმში ჯელალ ქიქავა დააკავეს

"რიჟვაძე საკონტროლო გასროლით დამემუქრა და თანაგუნდელებმა არ დამიცვეს" - ჯელალ ქიქავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე ნაწყენია  

საქართველოს პროკურატურა ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჯელალ ქიქავას დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ქიქავა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით დააკავა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა […]

სენაკში პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სენაკში, სამართალდამცველის ცემის ბრალდებით, 3 ახალგაზრდა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ სენაკის პოლიციაში კითხავენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია. მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა. „არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი, თვითონ ტერმინი თავდასხმა არის აბსურდი და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეკრებულ […]

ფსბ-მ ლუგანსკის შს მინისტრი დააკავა

ფსბ-მ ლუგანსკის შს მინისტრი დააკავა

რუსულმა ფსბ-მ დააკავა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი”, ფრონტზე წარუმატებლობის გამო დააკავა  – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. “მინისტრი”, გენერალ-მაიორი კორნეტ იგორ ალექსანდროვიჩი როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შს მინისტრის “დაკავებამ” უშიშროების ძალებისა და “რესპუბლიკის” პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია – აცხადებენ დაზვერვაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ქალაქების დაბომბვა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ […]

სუსმა გორში ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით […]

ნიუ იორკის მეტროში სროლის საქმეზე 1 პირი დააკავეს

ნიუ იორკის მეტროში სროლის საქმეზე 1 პირი დააკავეს

ბრუკლინის მეტროში მომხდარი თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, 10 ადამიანის მისამართით სროლისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა 62 წლის ფრენკ ჯეიმსი მანჰეტენის ისტ ვილიჯის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თავდასხმისთვის ძებნილი მამაკაცის დაკავება, პრესკონფერენციაზე საუბრისას, ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმაც დაადასტურა.

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს – პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული […]

მოქალაქის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის […]

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 9 პირი დააკავეს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში 9 პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად „თავა“), 1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული […]