ძმები კაკულიები დააკავეს

ძმები კაკულიები დააკავეს“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მათ ორი ადამიანი დაჭრეს.

სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა მოტოციკლითა და ნიღბებით მათ თავს დაესხნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ორთაჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.

წარსულში არსებობდა ვერსია, რომ ძმები კაკულიები იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა.

აქამდე ძმები საქართველოში არ იმყოფებოდნენ.