სენაკში პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს

სენაკში პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავესსენაკში, სამართალდამცველის ცემის ბრალდებით, 3 ახალგაზრდა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ სენაკის პოლიციაში კითხავენ.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია. მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა.

„არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი, თვითონ ტერმინი თავდასხმა არის აბსურდი და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეკრებულ ახალგაზრდებთან თვითონ მივიდა ეს პოლიციელი. მიმართა მათ უცენზურო სიტყვებით. ფაქტობრივად იკვეთება, რომ პოლიციელის მხრიდან ჰქონდა პროვოცირებას ადგილი“, – განაცხადა ლაშა ხოშტარიამ.

ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.