ჭდე: დიდი დიღომი

“ეს კაცი პეტრიწის ქუჩაზე ცხოვრობს და სკამებზე იძინებს” – ბაჩი დამენია დამხმარეებს მიმართავს

"ეს კაცი პეტრიწის ქუჩაზე ცხოვრობს და სკამებზე იძინებს" - ბაჩი დამენია დამხმარეებს მიმართავს

ბაჩი დამენიამ ფეისბუქში დაწერა: “მოგესალმებით მეგობრებო! გუშინ გვიან ღამე მოვდიოდი სახლში და შემხვდა ერთი უსახლკარო კაცი, “ბაბუ პურის ფულზე დამიმატეო” მითხრა, მეც ხურდები მივეცი, ბოლოს მითრა ძაან მცივაო და რაიმე სვიტრი არ გაქვსო ან რამე თბილიო რომ მომცეო? მეთქი თუ მოვნახავ მიგცემთქო, რაღა დაგიმალოთ გული დამეწვა ამ ყინვაში კაცი გარეთ იდგა ღამის 3-4 საათზე, ეს […]

ხანძარი დიდ დიღომში

ხანძარი დიდ დიღომში

დიდ დიღომში ხანძარია. ცეცხლი მეოთხე და მესამე მიკროს შორის არსებულ ტერიტორიაზე გაჩნდა და ხმელ ბალახს მოედო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს. რუსთავი 2

დიდ დიღომში ფასების ზრდა გააპროტესტეს

დიდ დიღომში ფასების ზრდა გააპროტესტეს

აქცია დიდ დიღომში – პროდუქტებზე, გადასახადებსა და წამლებზე ფასების ზრდა დღეს დიდი დიღმის მოსახლეობამ გააპროტესტა. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ადგილობრივები პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრასა და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ. ექსპერტების თქმით, ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. მათი შეფასებით, მოსახლეობამ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები მკაცრად უნდა მოსთხოვოს. მთავარი

“ამას არ დავუშვებთ” – დიდ დიღომში მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგია

"ამას არ დავუშვებთ" - დიდ დიღომში მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგია

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე ხმაურია – მოსახლეობა ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, რომელიც ამ მიკრო რაიონში ერთადერთი საჯარო სივრცეა, უკვე წლებია, რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ, თუმცა ამის ნაცვლად, დახურული ტიპის სტადიონის მშენებლობა იწყება. მოსახლეობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას ითხოვს და მათ მოუწოდებენ, სტადიონის პროექტისთვის სხვა ტერიტორია გამონახონ. “ჩვენ ამას ვაკეთებთ […]

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგ – “სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანეთ”

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგ - "სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანეთ"

თბილისში, დიდ დიღომში, “ასი ათასი მოწამის სახელობის პარკის გადასარჩენად” მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაცია სტადიონის გაკეთებას გეგმავს, რასაც აქციაზე შეკრებილები ეწინააღმდეგებიან. შეკრებილები ითხოვენ, რომ მოსახლეობას დაუტოვონ მწვანე სივრცე და მერიისგან არ დამტკიცდეს სტადიონის პროექტი. “აქ შევიკრიბეთ უკვე რამდენჯერმე, რადგან ამ სარეკრეაციო ტერიტორიის გადარჩენას ვითხოვთ მთავრობისგან. როგორც კი დაიგეგმა ამ ტერიტორიის პროექტი ეს ტერიტორია […]

“დიდ დიღომში ფეხბურთის მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა” – კალაძე

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა – სპორტული სივრცეების […]

დიდ დიღომში ნინო ბიწაძეს დაკარგული 200 ლარი უკან დაუბრუნეს

დიდ დიღომში ნინო ბიწაძეს დაკარგული 200 ლარი უკან დაუბრუნეს

რამდენიმე დღის წინ ნინო ბიწაძემ 200 ლარი დაკარგა. ამბობს, რომ ეს თანხა მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სესხის პროცენტი უნდა გადაეხადა. ამბობს, რომ ძალიან განიცადა, არ იცოდა, სესხი როგორ გადაეხადა. მეგობრის რჩევით, დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში დაწერა, თუმცა იმედი არ ჰქონდა, რომ ამ თანხას ვინმე დაუბრუნებდა. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღეს, მოულოდნელად, მისთვის […]

დიდ დიღომში 4 პირი დააკავეს – ისინი სტადიონის აშენებას აპროტესტებდნენ

დიდ დიღომში 4 პირი დააკავეს - ისინი სტადიონის აშენებას აპროტესტებდნენ

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ისინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის აშენებას აპროტესტებდნენ. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიაზე სტადიონის ნაცვლად, სკვერი მოეწყოს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპირებდა. “ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, სტადიონს გამოეყოს ალტერნატიული ფართი, მოხდეს ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია, […]

“დიდ დიღომში, ფარსადანის 9-ში მცხოვრებლებს ერთადერთ სადარბაზოში არ გვიშვებენ”

"დიდ დიღომში, ფარსადანის 9-ში მცხოვრებლებს ერთადერთ სადარბაზოში არ გვიშვებენ"

შესაძლოა, ახალაშენებული კორპუსის ბინადრები შესასვლელის გარეშე დარჩნენ – სადარბაზო კერძო პირის საკუთრება აღმოჩნდა და ახლა კორპუსის მისაღებში მფლობელი ახალ მშენებლობას გეგმავს. ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ შევლენ დიდ დიღომში, ფარსადანის 9 ნომერში, მისი მცხოვრებლები – სახლის სადარბაზო საცხოვრებელ ფართად გადაიქცევა. მოქალაქე ნატო სტურუამ კორპუსის ერთადერთი სადარბაზო კანონიერად გაიფორმა და ახლა იქ მშენებლობას გეგმავს. ის მცხოვრებლებს მეორე […]

დიდ დიღომში სკვერის აშენებას ითხოვენ – მოსახლეობა ხეებს რგავს

დიდ დიღომში სკვერის აშენებას ითხოვენ - მოსახლეობა ხეებს რგავს

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საკუთარი ხელებით რგავს ხეებს ერთი მოთხოვნით – აშენდეს სკვერი! იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, მიწა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცეს და სკვერის მაგივრად აქ მორიგი ფეხბურთის მოედანი აშენდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ “გარშემო ყველგან მშენებლობაა, ერთი ეს ადგილია, სადაც შეიძლება გაისეირნო, დაჯდე ჰაერზე და ესეც […]