“დიდ დიღომში, ფარსადანის 9-ში მცხოვრებლებს ერთადერთ სადარბაზოში არ გვიშვებენ”

"დიდ დიღომში, ფარსადანის 9-ში მცხოვრებლებს ერთადერთ სადარბაზოში არ გვიშვებენ"შესაძლოა, ახალაშენებული კორპუსის ბინადრები შესასვლელის გარეშე დარჩნენ – სადარბაზო კერძო პირის საკუთრება აღმოჩნდა და ახლა კორპუსის მისაღებში მფლობელი ახალ მშენებლობას გეგმავს.

ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ შევლენ დიდ დიღომში, ფარსადანის 9 ნომერში, მისი მცხოვრებლები – სახლის სადარბაზო საცხოვრებელ ფართად გადაიქცევა.

მოქალაქე ნატო სტურუამ კორპუსის ერთადერთი სადარბაზო კანონიერად გაიფორმა და ახლა იქ მშენებლობას გეგმავს. ის მცხოვრებლებს მეორე მხრიდან აიძულებს ალტერნატიული შესასვლელის გაკეთებას, რაც ვერ მოხერხდება, რადგან უკანა მხარეს ავტომანქანის სადგომი შენდება.

– დილას სამსახურებში წავედით და საღამოს როცა დავბრუნდით, მოსახლეობას სადარბაზოში შესვლა შეგვეზღუდა, რადგან ქალბატონი ნატალია სტურუა მობრძანდა აღსრულების სააგენტოსთან ერთად და გვითხრა, რომ სადარბაზო არის მისი. დაგვილუქეს სადარბაზოს შესასვლელი, – უთხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ფორმულას.

პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს და სახლის მშენებლობის პერიოდს უკავშირდება.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ გადაიჭრება ეს საკითხი.

ფორმულა