ჭდე: დოდო გუგეშაშვილი

„არც ბიზნესია, არც წინა საუკუნის დაპირისპირება…“ – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობაზე

„არც ბიზნესია, არც წინა საუკუნის დაპირისპირება...“ - დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობაზე

ჟურნალისტი და დოდო გუგეშაშვილის მეგობარი მაკა რაზმაძე, გუგეშაშვილის სურვილით, თავდასხმასთან დაკავშირებით მის პირველ კომენტარს ავრცელებს: „არ არის არც პოლიტიკური თემა, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი, დარწმუნებული ვარ არ არის არაფერი ამდაგვარი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის, ამიტომ ნურავინ ნუ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს, არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის და […]

დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე მიიყვანეს

დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე მიიყვანეს

დოდო გუგეშაშვილი ძმის სახლში, სადაც მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული რეანომობილით რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. გუგეშაშვილს შვილის მკვლელობის ამბავი ცოტა ხნის წინ, ახლობლებმა და სასულიერო პირებმა შეატყობინეს.

დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, ვინმე ზურასთან, ქარვის ბიზნესი აკავშირებდა, ზურა დოდოს მალხაზ თოფურიას სახელით დაუკავშირდა

"დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინას უკავშირდებოდეს"

დაჭრილი გუგეშაშვილის ჩვენებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ცნობილია, რომ დაკითხვის დროს დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, მას „ზურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მხედრიონის ყოფილ ლიდერს გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. როგორც შეთანხმდნენ, გუგეშაშვილი ვინმე ზურას უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა და ნაკეთობების რეალიზაციას თურქეთში ზურა უზრუნველყოფდა. კურიერის […]

ირაკლი შიხიაშვილი – ”დოდოს საშინელ სინამდვილეს ხვალ ვეტყვით და შვილის ცხედართან მივიყვანთ”

ირაკლი შიხიაშვილი - ”დოდოს საშინელ სინამდვილეს ხვალ ვეტყვით და შვილის ცხედართან მივიყვანთ”

ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად […]

დავით მუხიგული – ”დაქირავებული მკვლელი გარეთ გამოვიდოდა და დოდოს შორიდანაც ესროდა”

დავით მუხიგული - ”დაქირავებული მკვლელი გარეთ გამოვიდოდა და დოდოს შორიდანაც ესროდა”

დოდო გუგეშაშვილის მეგობარ დავით მუხიგულს ეჭვი ეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. ამის შესახებ დავით მუხიგულმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით მუხიგულისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს. – დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც […]

”დოდო გუგეშაშვილი საწოლი ოთახიდან სიგარეტით გამოვიდა და ამ დროს პისტოლეტიანი მკვლელი შეეჩეხა” – გელა ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ამხელს

”დოდო გუგეშაშვილი საწოლი ოთახიდან სიგარეტით გამოვიდა და ამ დროს პისტოლეტიანი მკვლელი შეეჩეხა” - გელა ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ამხელს

– დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო. – როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი […]

თემურ გუგეშაშვილი – “დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა”

თემურ გუგეშაშვილი - "დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა"

დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. როგორც თემურ გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15 წლის წინ „მოხდა მცირე ინციდენტი, რომელიც ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დასრულდა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. – ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური […]

ნანა კაკაბაძე – “დოდო გუგეშაშვილს რამდენჯერმე ჩემი ნახვა უნდოდა და რატომღაც გადაგვედო ეს შეხვედრა… ფინანსურად ძალიან უჭირდა და ქირით ცხოვრობდა”

ნანა კაკაბაძე - "დოდო გუგეშაშვილს რამდენჯერმე ჩემი ნახვა უნდოდა და რატომღაც გადაგვედო ეს შეხვედრა... ფინანსურად ძალიან უჭირდა და ქირით ცხოვრობდა"

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის მეორე დღეს ”ახალი თაობა” ნანა კაკაბაძეს ესაუბრა, რომელიც დოდო გუგეშაშვილს კარგად იცნობს. ნანა კაკაბაძე: – ძალიან მიჭირს იმის თქმა, ეს ანგარიშსწორება იყო თუ სხვა რამ. ვიცი ერთი რამ, რომ მკვლელს ორივე სასიკვდილოდ ჰყავდა გამეტებული, რადგან ჭრილობები ისე იყო მიყენებული. დოდოს ვაჟს თავის არეში აქვს ნასროლი და თვითონ დოდოს – გულმკერდის არეში და […]

დოდო გუგეშაშვილს დღეს პალატაში არ გადაიყვანენ

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ

მიუხედავად იმისა, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, ექიმების გადაწყვეტილებით, პალატაში მას დღესაც არ გადაიყვანენ. გუგეშაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ასევე, დოდო გუგეშაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერც დღეს დაკითხავენ. ჯერ უცნობია, თუ როდის შეატყობინებენ მას შვილის დაღუპვის შესახებ. „დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. როდის გადაიყვანენ პალატაში, ამ ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ. როგორც ექიმები გადმოგვცემენ, ქალბატონი დოდო […]

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ

შვილის მკვლელობის თვითმხილველი და ერთადერთი მოწმე, დოდო გუგეშაშვილი, გამომძიებლებს ჯერ არ დაუკითხავთ. პირველი რადიოს ცნობით, მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ. ექიმები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად როდის იქნება შესაძლებელი გუგეშაშვილის დაკითხვა. დოდო გუგეშაშვილი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და ჯერ ისევ არ იცის შვილის დაღუპვის ამბავი. სამართალდამცავებს დოდო გუგაშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელი […]