ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათშვილის მკვლელობის თვითმხილველი და ერთადერთი მოწმე, დოდო გუგეშაშვილი, გამომძიებლებს ჯერ არ დაუკითხავთ.

პირველი რადიოს ცნობით, მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ. ექიმები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად როდის იქნება შესაძლებელი გუგეშაშვილის დაკითხვა.

დოდო გუგეშაშვილი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და ჯერ ისევ არ იცის შვილის დაღუპვის ამბავი.

სამართალდამცავებს დოდო გუგაშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელი ჯერ არ დაუკავებიათ.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო დამნაშავემ საქართველო დატოვა, თუმცა, შესაბამის უწყებებს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.