ჭდე: ევროპული საქართველო

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ

ის, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად იბრძვის, არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას შეუძლია ასე უხეშად დაარღვიოს ჟურნალისტური სტანდარტები და კრიტიკაზე მსგავსი რეაქცია ჰქონდეს, – ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, პარტია „ევროპული საქართველო“. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო „რუსთავი 2“-ის რეპუტაციას დიდ ზიანს […]

ჭიათურაში “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე, გარდაიცვალა

ჭიათურაში "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე, გარდაიცვალა

ჭიათურაში “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს: “ძალიან კარგი ადამიანი, ჭიათურაში “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე გარდაიცვალა. ნათელი მის ხსოვნას. ვუსამძიმრებ ოჯახსა და კოლეგებს”

ელისო კილაძე – ”ევროპულ საქართველოში” ჩხუბის დროს ოფისის გოგონამ ფეხი მოიტეხა”

ელისო კილაძე შს მინისტრ მღებრიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს დაწყებას გეგმავს

რამდენიმე წუთის წინ ელისო კილაძემ ფეისბუქზე ასეთი რამ დაწერა: ”ხოო? დიდი აყალმაყალი ევსაქებში. ზურა ჭიაბერაშვილის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამა ,მოულოდნელად მიშა მაჭავარიანს არ მოწონებია. კამათი აყალმაყალში,აყალმაყალი გაწევ-გამოწევაში გადაზრდილა. ფიზიკური დაპირისპირების დროს ოფისის თანამშრომელი გოგონა წაიქცა და ფეხი მოიტეხა ! უარყოფას აზრი არა აქვს. წყარო სანდოა? ეს მიშა მაჭავარიანი პოლიტიკიდან არ წავიდა ?!”

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

– „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დავით ბაქრაძემ ის ოთხი მიზეზი განმარტა, თუ რატომ ვერ ხედავს პარტია კომისიაში მუშაობის აზრს. – უმრავლესობის ლიდერებისგან მკაფიოდ მოვისმინე, რომ კომისიის მუშაობას არ მოყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ წინასწარ […]

ბოკერია კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

ბოკერია კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

ევროპული საქართველოს წევრები პრემიერმინისტრს პარლამენტში მისვლისაკენ მოუწოდებენ. პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, დროა საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად უპასუხოს. მათი მოთხოვნით, სხდომას საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც უნდა დაესწონ. მთავარი შეკითხვები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებია. პარტიაში საუბრობენ იმაზეც, რომ მათ არაერთხელ დაიბარეს მინისტრები თუმცა უშედეგოდ […]

”ევროპული საქართველოს” პლაკატი ძროხამ შეჭამა

”ევროპული საქართველოს” პლაკატი ძროხამ შეჭამა

”ევროპული საქართველოს” პლაკატი ძროხამ შეჭამა. ფოტოს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ავრცელებს, “აი ასეთი გემრიელი უნდა იყო.”- წერს უგულავა. როგორც ფოტოდან ჩანს, შემთხვევა წალენჯიხაში მოხდა. ნიუპოსტი

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში ელოდებიან

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში ელოდებიან

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში მიმდინარე კვირას ელოდებიან.14 პირი, რომლებითაც მაკონტროლებელი დაინტერესდა, გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტიებისთვის გადაცემული თანხები შემომწირველთა დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება. უწყებები მათ გასულ კვირას გადაეგზავნათ. გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, საკითხმა შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს.

რკინიგზელთა სახლთან ”ევროპული საქართველოს” მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

რკინიგზელთა სახლთან ”ევროპული საქართველოს” მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია ”ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი შესაძლებლობას არ მისცემენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მარში მოაწყონ. აქციაზე იმყოფებიან რიგი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და რიგითი მოქალაქეები. ადგილზე განსაკუთრებული მობილიზებაა შსს-ს წარმომადგენლების. მათ სპეციალური ჯებირები აქვთ განლაგებული. […]

„ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე აქციას მაინც ჩაატარებს

„ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე აქციას მაინც ჩაატარებს

საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, პარტია „ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე დაანონსებულ აქციას მაინც ჩაატარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის. აქციის ორგანიზატორები კი მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან. აქცია აღმაშენებლის გამზირზე 20:00 საათზეა ჩანიშნული. აპირებს თუ არა აქციის გადადებას „ქართული მარში“, ჯერჯერობით უცნობია.