ევროპული საქართველოს წევრები პრემიერმინისტრს პარლამენტში მისვლისაკენ მოუწოდებენ. პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, დროა საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად უპასუხოს.
მათი მოთხოვნით, სხდომას საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც უნდა დაესწონ.
მთავარი შეკითხვები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებია. პარტიაში საუბრობენ იმაზეც, რომ მათ არაერთხელ დაიბარეს მინისტრები თუმცა უშედეგოდ – ამ დრომდე მათთან შეხვედრის საშუალება არ მისცემიათ.

