„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში ელოდებიან

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში ელოდებიან„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში მიმდინარე კვირას ელოდებიან.14 პირი, რომლებითაც მაკონტროლებელი დაინტერესდა, გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტიებისთვის გადაცემული თანხები შემომწირველთა დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება. უწყებები მათ გასულ კვირას გადაეგზავნათ.

გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, საკითხმა შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს.