ჭდე: გადადება

კანის კინოფესტივალი გადაიდო – გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა

კანის კინოფესტივალი გადაიდო - გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთმა გამოაცხადა კანის კინოფესტივალის გადადების შესახებ, რომელიც კანში 12-23 მაისს უნდა გამართულიყო. განიხილება მისი ჩატარების სხვადასხვა თარიღი. მათ შორისაა ივნისის ბოლო. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში 1.861-ით გაიზარდა და 10.995-ს მიაღწია. ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372-ს მიაღწია.

ლევან ხაბეიშვილი – “4 აპრილის აქციის გადადებაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით”

ლევან ხაბეიშვილი - "ერეკლე კუხიანიძე შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და „ქართულ ოცნებას“ ვერ უარვაყოფინეთ"

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, რა გეგმები აქვს ოპოზიციას? კორონავირუსმა, რამდენად შეცვალა თქვენი გეგმები? საპროტესტო აქციების გადადებას ან გაუქმებას ხომ არ აპირებთ? – ოპოზიციას ექნება საუბარი ამ საკითხებზე. ფაქტია რომ ეპიდემიის საფრთხე არსებობს, ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მიიღება გადაწყვეტილება. – არის შესაძლებელი, რომ გადაიდოს დაანონსებული აქცია? […]

გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

გვარამიას, დამენიას და იაშვილის პროცესი 13 დეკემბრისთვის გადაიდო

“რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი “ინტერ მედია პლიუსის“ ბრალდებული დირექტორის ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა. ბასილაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ბასილაიამ განმარტა, […]

თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო – ”ჩვენ ხელს არ შევუწყობთ ქვეყანაში დაძაბულობის ესკალირებას!”

"თბილისი პრაიდი" მაინც ჩატარდება

„თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდი“ რამდენიმე დღით გადაიდო. „რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების […]

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა" - ირაკლი კობახიძე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება

პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება. „რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. აქ მთავარი არის საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოებას იმაზეც კი არ […]

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა გადაიდო

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა გადაიდო

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, რომელიც იანვარში იყო დაგეგმილი, გადაიდო. ბურჭულაძე საქართველოში დროებით აღარ ჩამოვა. ადვოკატის ინფორმაციით, ბურჭულაძე სასამართლო წესით, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში დაიკითხება. ადვოკატის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. საქმე ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ქველმოქმედებით მიღებული რამდენიმე მილიონის მითვისებას ეხება. ნიუპოსტი

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 11 იანვრამდე გადადო. ამის მიზეზი სასამართლოს დარბაზში იმ დეპუტატების დაუსწრებლობა გახდა, რომლებიც სააკაშვილს პეჩერის რაიონულ სასამართლოში თავდებში დაუდგნენ. მოსამართლის აზრით, აუცილებელია აღნიშნული დეპუტატების მოსმენა. სააკაშვილის ადვოკატებმა ერთი საათი ითხოვეს, რომ ყველა დეპუტატთან დაერეკათ, თუმცა საქმის პროკურორმა სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ სასამართლოს სხდომა 11 იანვრის 13:10 საათამდე […]