ჭდე: გადაკეტვა

მეტრო წერეთელი დროებით დაიკეტა

მეტროს შემოსავალმა 51,78 მილიონი ლარი შეადგინა

ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, სხვა სადგურები მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ: „სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ქუთაისის თეთრი ხიდი გადაკეტეს – რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 436.000 ლარი რიონში გადაიყარა

ქუთაისის თეთრი ხიდი გადაკეტეს - რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 436.000 ლარი რიონში გადაიყარა

ქუთაისის თეთრი ხიდი, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ ცოტა ხნის წინა გაიხსნა, გადაკეტილია. დღეს, დილით, ხიდზე დაგებული მინის იატაკი გაიბზარა. სამოქალაქო მოძრაობა ”ევროპა ჩემი სახლიას” წევრები ხიდთან დგანან და მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ ადგილზე გავლა სახიფათოა. ისინი მოუწოდებენ მერიას, დადგან გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ მოქალაქეები მდინარეში არ ჩაცვივდნენ. ქუთაისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ხიდი ხელოვნურად დააზიანეს, თუმცა, ქალაქის […]

მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის გზა გადაკეტა – ”ფაროსანამ ყველაფერი გაგვინადგურა”

მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის გზა გადაკეტა - ”ფაროსანამ ყველაფერი გაგვინადგურა”

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. პოლიციამ აქციის დაშლა რამდენჯერმე სცადა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი აზიურმა ფაროსანამ სრულად გაანადგურა და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოსახლეობა კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ასევე ხელისუფლებას მიმართავენ, რომ საბანკო სექტორთან შუამდგომლობა გაუწიონ, რათა აგროსესხები გადაუვადდეთ. აქციაზე ადგილობრივებმა, სიმბოლურად, […]

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. „დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.