მეტრო წერეთელი დროებით დაიკეტა

მეტრო წერეთელი დროებით დაიკეტაესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, სხვა სადგურები მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ:

„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.