დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტება

დღეს ღამით რუსთაველი გადაიკეტებადედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

„დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.