ჭდე: გახსნა

მეტრო გურამიშვილი 15 მარტს არ გაიხსნება – გახსნის თარიღმა აპრილის ბოლოს გადაიწია

მეტრო გურამიშვილი 15 მარტს არ გაიხსნება - გახსნის თარიღმა აპრილის ბოლოს გადაიწია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. “თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა […]

დღეს თბილისში საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება

დღეს თბილისში საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება

დღეს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. დღესვე გაიმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად. გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში […]

დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება

დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება

30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. “ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის პროექტი, რომელიც აერთებს სამი ზღვის – კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის […]

დღეს მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გაიხსნება

დღეს მეტროსადგური "უნივერსიტეტი" გაიხსნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და თბილისის მერიის პირველ პირებთან ერთად, ახალ მეტროსადგურ “უნივერსიტეტს” გახსნის. “უნივერსიტეტი” თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 84 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) Cobra Assignia-მ შეასრულა. ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, დღის განმავლობაში, 250-300 ადამიანი მუშაობდა, ჯამში კი დროის სხვადასხვა პერიოდში 2000-ზე […]

თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – “ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნა. ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.  სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს. მთავრობის მეთაურმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა “ჰუალინგ ჯგუფს”, ასევე – ჯგუფის დამფუძნებელ მი ენჰუას. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში […]