ჭდე: გახსნა

საფრანგეთში 21 ივნისიდან კინოთეატრები, 22 ივნისიდან კი კაზინოები იხსნება

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ხვალიდან კინოთეატრები, ორშაბათიდან კი კაზინოები იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდა ამისა, 11 ივლისიდან ქვეყანაში სტადიონებისა და იპოდრომების გახსნაც იგეგმება, თუმცა ერთდროულად 5 000-ზე მეტი ადამიანის შეკრება ნებადართული არ იქნება. ცნობისათვის, საფრანგეთში ღია კაფები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ჯერჯერობით აკრძალულია. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 159.452 შემთხვევაა […]

რომში კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

რომში კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

რომში კოლიზეუმი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები, სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიზე შესვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, კოლიზეუმში მოსახვედრად საჭიროა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა. გახსნის დღეს, კოლიზეუმს მხოლოდ ადგილობრივები ესტუმრნენ, რადგან იტალიელებს სხვა რეგიონებში მოგზაურობა ჯერჯერობით […]

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება – იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება - იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს. „ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“, […]

თბილისი დღეიდან გაიხსნა

თბილისი დღეიდან გაიხსნა

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა დღეიდან, 11 მაისიდან მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. გარდა ამისა, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში. “ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ […]

რუსთავი 14 მაისს გაიხსნება

რუსთავი 14 მაისს გაიხსნება

რუსთავი ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელების მოლოდინშია, რომელიც 16 აპრილის შემდეგ პირველად 14 მაისს გაიხსნება. რუსთავთან ერთად 4 დღეში შეზღუდვა მოიხსნება გარდაბანშიც. “გაამარტივებს ჩვენს მდგომარეობას. ახლა გაზაფხულია, სოფლის სამეურნეო სამუშაოები აქვს ბევრს, ნაკვეთები აქვს ხალხს. უნდა იმოძრაოს ხალხმა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა “კურიერთან” საუბრისას. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის კახა კობერიძის განცხადებით, ქალაქში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად […]

ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა – “იცურავეთ და ირბინეთ!”

ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა - "იცურავეთ და ირბინეთ!"

ბარსელონაში მოქალაქეებისთვის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე სანაპიროები გაიხსნა. დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს. დღეს სანაპიროებზე პოლიცია პატრულირებდა. ამასთან, ესპანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე. ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების ნაწილობრივ გახსნას გულისხმობს. შემსუბუქების მეოთხე და […]

გახარია – “11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება”

ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან - იზღუდება შესვლა და გამოსვლა

11 მაისიდან თბილისში შესვლა-გასვლაზე შეზღუდვები სრულად მოიხსნება. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვების მოხსნა არ ეხება კომენდანტის საათს. თბილისის გარდა, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მარნეულში. გიორგი გახარიას თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული, თუმცა ის მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში […]

11 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გარდა

11 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გარდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა. მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა […]

განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა

განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა

მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული, ჩვენი დაპირება შევასრულეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროექტი დასრულებულია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება შესრულებული. „დღეს ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან […]

ჯვრის მონასტერი გაიხსნა

ჯვრის მონასტერი გაიხსნა

ჯვრის მონასტერი გაიხსნა – ტაძარი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო, მიზეზად კი გარევაჭრობით გამოწვეული ანტისანიტარია დასახელდა.წერილში, რომელიც ჯვრის მონასტრის საძმომ გაავრცელა ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს. ნიუპოსტი