ჭდე: გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძეთი ლევერკუზენის ბაიერიც დაინტერესდა

გიორგი ჩაკვეტაძეთი ლევერკუზენის ბაიერიც დაინტერესდა

გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა კარიერა ლევერკუზენის ბაიერში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერი სერიოზულად არის დაინტერესებული ჩაკვეტაძის ტრანსფერით და მზად არის სოლიდური თანხაც გადაიხადოს, თუმცა თანხის რაოდენობა არ სახელდება. გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად ბელგიური გენტის ღირსებას იცავს. მისი შეძენა დორტმუნდის ბორუსიასაც სურს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი.

საქართველომ ერთა ლიგა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო – ჩაკვეტაძის სუპერგოლი – ვიდეო

საქართველომ ერთა ლიგა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო - ჩაკვეტაძის სუპერგოლი - ვიდეო

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო – სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა! გილოცავთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან “ჯვაროსნები”  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია. ყაზახების უპირატესობა საკუთარ […]

ვლადიმერ ვაისი: ”ჩაკვეტაძეს აუცილებლად ვათამაშებ”

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში კიდევ 2 წლით დარჩა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ნაკრების ახალწვეულზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და თქვა რომ მას აუცილებლად ექნება სათამაშო დრო ამხანაგურ შეხვედრებში: ”ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას აუცილებლად მივცემ შანსს რომ თავი წარმოაჩინოს. გიორგის დიდ შემართებას და მონდომებას ვატყობ და მიხარია რომ გუნდში ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან”–განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. […]

მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი ჩაკვეტაძეში 6 მილიონს იხდიდა, მაგრამ „გენტმა“ დაასწრო

მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი ჩაკვეტაძეში 6 მილიონს იხდიდა, მაგრამ „გენტმა“ დაასწრო

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “გენტში” გააგრძელებს, – იუწყება ბელგიური გამოცემა HLN.BE. „თბილისის “დინამოს” აკადემიის გაზრდილი უაღრესად ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელიც 8 და 10 ნომრად ითამაშებს. ქართული წყაროების ცნობით, “გენტმა” ჩაკვეტაძე ივნისის ბოლოს გადაიბირა, ვინაიდან ის 19-წლამელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა და მოსალოდნელი იყო, რომ სხვა გუნდების სელექციონერები შენიშნავდნენ”, – წერს ბელგიური გამოცემა. HLN.BE-ს ცნობით, ჩაკვეტაძის გადაბირებით […]