მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი ჩაკვეტაძეში 6 მილიონს იხდიდა, მაგრამ „გენტმა“ დაასწრო

მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი ჩაკვეტაძეში 6 მილიონს იხდიდა, მაგრამ „გენტმა“ დაასწროახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “გენტში” გააგრძელებს, – იუწყება ბელგიური გამოცემა HLN.BE.

„თბილისის “დინამოს” აკადემიის გაზრდილი უაღრესად ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელიც 8 და 10 ნომრად ითამაშებს. ქართული წყაროების ცნობით, “გენტმა” ჩაკვეტაძე ივნისის ბოლოს გადაიბირა, ვინაიდან ის 19-წლამელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა და მოსალოდნელი იყო, რომ სხვა გუნდების სელექციონერები შენიშნავდნენ”, – წერს ბელგიური გამოცემა.

HLN.BE-ს ცნობით, ჩაკვეტაძის გადაბირებით ცნობილი ევროპული კლუბები და მათ შორის, გრანდებიც დაინტერესდნენ – “ლევერკუზენი”, “ჰოფენჰაიმი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი”.

თბილისურ კლუბში წყაროზე დაყრდნობით გამოცემა ამტკიცებს, რომ 17 წლის ქართველში მიუნხენური გრანდი მზად იყო, 6 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ უშედეგოდ, რადგანაც თბილისურ კლუბსა და ჩაკვეტაძეს “გენტთან” შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდათ.

“გენტმა” ყველას დაასწრო და ივნისის ბოლოს მასთან წინასწარი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რადგან ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ 17 წლისაა. ბელგიური კლუბი ქართველის გადაყვანას 29 აგვისტოს გეგმავს, როდესაც ქართველი 18 წლის გახდება” ,- წერს HLN.BE.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბელგიური კლუბი ქართველ ფეხბურთელში 1,3 მილიონ ევროს გადაიხდის.

პირველი არხი