ჭდე: ინდოეთი

ინდოეთის ახალი პრეზიდენტი რამ ნათხ კოვინდი გახდა

ინდოეთის ახალი პრეზიდენტი რამ ნათხ კოვინდი გახდა

ინდოეთის პრეზიდენტად რამ ნათხ კოვინდი აირჩიეს, რომელიც ინდოეთის მმართველი „სახალხო პარტიის“ მიერ იყო წარდგენილი. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა ხმების 65% მიიღო. კოვინდი ინდოეთის რიგით მე-14 პრეზიდენტი გახდა. კოვინდი მეორე პრეზიდენტია დალითების კასტიდან („მიუკარებლების“ დაბალი კასტა). ინდოეთში პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც შედგება პარლამენტისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისგან. პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობა ჯამში […]

ტრაგედია ინდოეთში – 22 ადამიანი ავტობუსში დაიწვა

ტრაგედია ინდოეთში - 22 ადამიანი ავტობუსში დაიწვა

ინდოეთის ქალაქ ბარელთან სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. შედეგად ავტობუსის საწვავის ავზი აფეთქდა. ხანძარი ავტობუსს სწრაფად მოედო და იქ მსხდომი 22 ადამიანი ადგილზე დაიწვა, 19 კი დაშავდა. სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრების დროული ევაკუაცია ვერ შეძლეს.