ტრაგედია ინდოეთში – 22 ადამიანი ავტობუსში დაიწვა

ტრაგედია ინდოეთში - 22 ადამიანი ავტობუსში დაიწვაინდოეთის ქალაქ ბარელთან სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. შედეგად ავტობუსის საწვავის ავზი აფეთქდა.

ხანძარი ავტობუსს სწრაფად მოედო და იქ მსხდომი 22 ადამიანი ადგილზე დაიწვა, 19 კი დაშავდა. სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრების დროული ევაკუაცია ვერ შეძლეს.