ჭდე: ირანი

ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

წინასწარი შედეგების თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ირანის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომისიის ცნობით, ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა 17.8 მილიონი ხმა, ანუ ამომრჩევლების ხმების 62% მიიღო. წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა მოჰსენ რეზაი 3.3 მილიონი ხმით, მესამეზე კი – ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე აბდოლნასერ ჰემატი 2.4 მილიონი […]

ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში, კერმანის პროვინციის ქალაქ ზარანდში ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება გამდნარი ლითონის გაჟონვამ გამოწვია. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად შეძლეს. აფეთქების შედეგად ქარხანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 დღის მანძილზე ეს ირანში ქარხანაში მომხდარი აფეთქების უკვე მე-3 შემთხვევაა.

20 წლის გეი მამაკაცს ოჯახის წევრებმა თავი მოჰკვეთეს – რა მოხდა ირანში

20 წლის გეი მამაკაცს ოჯახის წევრებმა თავი მოჰკვეთეს - რა მოხდა ირანში

ალირეზა ფაზელი მონფარედს, 20 წლის ირანელ მამაკაცს, ოჯახმა თავი მოკვეთა –  მიზეზი ალირეზას სექსუალური კუთვნილება იყო. ალირეზას სურდა, თავი დაეღწია ირანის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის, რომ სხვა ქვეყნებში თავშესაფარი მოეთხოვა. მონფარედი არაბულ-ირანული წარმომავლობის იყო და ქალაქ აჰვაზში ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო, თუმცა მამის წინა ქორწინებიდან ნახევარძმები ჰყავდა. ალირეზას ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი იყო, მის ინსტაგრამზე კი ჩანს, […]

ირანში 5,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ხორასანის პროვინციაში, მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, ადგილობრივი დროით 03:33 საათზე მოხდა. დაზარალებულების დასახმარებლად რეგიონში ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

ირანში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში, სპარსეთის ყურის მახლობლად მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა. მას კიდევ ათეულობით მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა. მომდევნო სამი მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 4-ს შეადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „ირნა“ იუწყება. მედიასაშუალების მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ. ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ეპიცენტრში – ქალაქ ბანდარ-გენავეში გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს შენობების ჩამოშლილი და დაბზარული კედლები. ვრცელდება მეწყერის […]

ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

ბირთვული მიმართულებით ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს მოკლეს. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მათივე ცნობით, ფახრიზადე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „შეიარაღებულმა ტერორისტმა მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომელსაც ფახრიზადე გადაჰყავდა. ტერორისტსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ჯგუფის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ცოტა […]

ირანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში იგრძნობოდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იპნ

ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში, გულისტანის პროვინციის რამიანის რეგიონში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად რეგიონში 50 სახლი დაზიანდა. რამიანის გუბერნატორის თქმით, მოქალაქეებმა დაზიანებები, ძირითადად, შიშისა და აღელვებისგან გამოწვეული ქმედებების გამო მიიღეს.

ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ‘”როიტერსი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სამხრეთით, ფარსის პროვინციაში მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. იპნ

ირანში მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა

ირანში მომხდარ 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ დამავანდთან ახლოს, თეირანიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 00:48 საათზე მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თეირანსა და ახლომდებარე ქალაქებში იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკანური მთა დამავანდის სამხრეთით […]