ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლესბირთვული მიმართულებით ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს მოკლეს. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მათივე ცნობით, ფახრიზადე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„შეიარაღებულმა ტერორისტმა მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომელსაც ფახრიზადე გადაჰყავდა. ტერორისტსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ჯგუფის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა“, – ნათქვამია ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორის აქტი“ უწოდა და ისრაელზე მიანიშნა. BBC წერს, რომ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ფახრიზადეს განიხილავდნენ როგორც პირს, რომელიც ირანის ბირთვული შეიარაღების საიდუმლო პროგრამის უკან იდგა.

იპნ