ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდაირანში, კერმანის პროვინციის ქალაქ ზარანდში ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება გამდნარი ლითონის გაჟონვამ გამოწვია. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად შეძლეს.

აფეთქების შედეგად ქარხანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 დღის მანძილზე ეს ირანში ქარხანაში მომხდარი აფეთქების უკვე მე-3 შემთხვევაა.