ჭდე: ხელვაჩაური

ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნ სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნ სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურში აღმოჩენილ ნეშტებს 21 აპრილს, სამოქალაქო წესით დაკრძალავენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, მიღწეულია შეთანხმება, რომ ნაპოვნ ძვლებს დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდებათ. ხელვაჩაურში სამარხში აღმოჩენილი ძვლები თითქმის 2 წლის განმავლობაში ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე ინახებოდა. სწორედ ამას მოჰყვა მუსლიმთა თემის გაღიზიანება. ნეშტების ნაწილი მუსლიმ სასულიერო პირებს ეკუთვნის. ქართველ მუსლიმთა კავშირის […]

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლი დააკავა. „ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლის დაკავება ერთ-ერთ ინფრაქტრუქტურულ პროექტს უკავშირდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ხელვაჩაურში 2 თვის ჩვილი ეტლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა საბავშვო ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. ჩვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს მოხდა. ნიუპოსტი

ქმარმა ცოლს მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – რა მოხდა ხელვაჩაურში

ქმარმა ცოლს მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა - რა მოხდა ხელვაჩაურში

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა […]

ხელვაჩაურში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. კირნათი ჰესთან სულ ოთხი ადამიანი დაიღუპა. აქედან სამი უცხოელი ტურისტი, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევდა. სამი დაღუპულის ცხედარი წყლიდან მალევე ამოიყვანეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხზე დღეს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

ხელვაჩაურში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა

ხელვაჩაურში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითი გადადიოდა, რის გამოც მძღოლმა დაამუხრუჭა, ავტომობილი მოცურდა და გადაბრუნდა. “პირველს” შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.

ხელვაჩაურში მანქანა ბოძს შეეჯახა – 1 დაიღუპა, 2 დაშავდა

თელავში ახალგაზრდა კაცი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ხელვაჩაურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირიც დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ხელვაჩაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას ბოძს შეეჯახა. როგორც ნიუპოსტს შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც […]