ჭდე: ხელვაჩაური

ხელვაჩაურში 1 პირის მკვლელობისა და 1 პირის დაჭრისთვის 24 წლის ჯ.მ. დააკავეს – ვიდეო

ხელვაჩაურში 1 პირის მკვლელობისა და 1 პირის დაჭრისთვის 24 წლის ჯ.მ. დააკავეს - ვიდეო

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის […]

ხელვაჩაურში მეჩეთთან 45 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს – “სახლში დალეწეს ყველაფერი და სისხლიც ჩანს სააბაზანოსთან”

ხელვაჩაურში მეჩეთთან 45 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს - "სახლში დალეწეს ყველაფერი და სისხლიც ჩანს სააბაზანოსთან"

ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად დასახლებული ოჯახები ცხოვრობენ, 3 იანვარს მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს. მეორე მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. მეზობლების თქმით, ინციდენტი სახლში დაიწყო და მოგვიანებით იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა. გარდაცვლილი მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.მომხდარს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. […]

“ყაჩაღი სეიფის გახსნას და ფულის წაღებას ცდილობდა” – ხიმშიაშვილებზე თავდასხმის ახალი დეტალები

"ყაჩაღი სეიფის გახსნას და ფულის წაღებას ცდილობდა" - ხიმშიაშვილებზე თავდასხმის ახალი დეტალები

ხელვაჩაურში ხიმშიაშვილების სახლზე თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის. სწორედ ამ მიზნით და მის დასაკავებლად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა ხელვაჩაურში დღეს დილით, დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. სახლის მეპატრონემ უცნაური ხმა გაიგო, ჩავიდა პირველ სართულზე და დაინახა, რომ თავდამსხმელი სეიფის გახსნას და მისი კუთვნილი თანხის წაღებას ცდილობდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს […]

“ბოლოჯერ მაინც ჩაგხუტებულიყავით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლიქვეშ…”

"ბოლოჯერ მაინც ჩაგხუტებულიყავით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლიქვეშ..."

1 ოქტომბერს ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი ჩაიტანა, რომელშიც თედორაძეების ოჯახის 3 წევრი იმყოფებოდა. სამივე დაიღუპა. გადარჩა ოჯახის მეოთხე წევრი, თიკა თედორაძე, რომელიც იმ დროს სახლში არ იყო. მან ფეისბუქში დაწერა: “დეე მაა ძამიკოო აი სიტყვებით ვერ ავღწერ ისე მენატრებით ბოლოჯერ მაინც ჩაგხუტებულიყავით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლიქვეშ, დღეს ხომ მეც თქვენ ერთად ვიქნებოდიი”

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სოფელ ჯოჭოში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. “საძიებო სამუშაოები დასრულდა, არასრულწლოვნის ცხედარი ნაპოვნია. გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები, რომელიც მდინარემ წაიღო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომელიც ჩართული იყო ოპერაციაში”, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, […]

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ექსპერტიზის ბიუროში იდენტიფიცირებისთვის მიასვენებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაუჩინარებულ არასრულწოვანს ეძებენ, რომელიც დედ-მამასთან ერთად მეწყერში მოჰყვა. მაშველებმა მანამდე ამავე ტერიტორიაზე ქალის ცხედარიც იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული, რომლებიც თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. იპნ

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 2 მამაკაცის ცხედარი და მანქანა იპოვეს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 2 მამაკაცის ცხედარი და მანქანა იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. „ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. […]

თედორაძეების ოჯახის 3 წევრს და მათ 2 სტუმარს ისევ ეძებენ – მაშველები სახლის ფრაგმენტებს პოულობენ

თედორაძეების ოჯახის 3 წევრს და მათ 2 სტუმარს ისევ ეძებენ - მაშველები სახლის ფრაგმენტებს პოულობენ

თითქმის 15 საათია, მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ. “კურიერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში მაშველებს აქტიურად ხვდებათ სახლის სხვადასხვა ფრაგმენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ძებნამ მალე შედეგი გამოიღოს. ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, რომ თედორაძეების სახლი დაბზარული იყო და მათ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც ჰქონდათ. მათი ინფორმაციით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, თუმცა […]

“სახლი ჩავარდა, მასში ხალხი იყო, მათ ეძებენ” – რა მოხდა ხელვაჩაურში

"სახლი ჩავარდა, მასში ხალხი იყო, მათ ეძებენ" - რა მოხდა ხელვაჩაურში

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. „შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და […]

მამაკაცმა თანამშრომელი ქალი ცემა

მამაკაცმა თანამშრომელი ქალი ცემა

ხელვაჩაურში მამაკაცმა საკუთარ თანამშრომელს, 47 წლის ქალბატონს სცემა. დაშავებული სხვადასხვა დაზიანებებით ბათუმში კლინიკა “მედინაში” მოათავსეს. ქალს დაზიანებული აქვს თვალი და აღენიშნება დაჟეჟილობები, თუმცა არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ინციდენტის მონაწილეები “კურიერთან” საუბარში ყვებიან, რომ მათ შორის უთანხმოება 5 წელია გრძელდება და ისინი ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ. მამაკაცი ქალზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ მას მხოლოდ სიტყვიერი […]