ხელვაჩაურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირიც დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ხელვაჩაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას ბოძს შეეჯახა.
როგორც ნიუპოსტს შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.
ნიუპოსტი

