ჭდე: ლავროვი

ლავროვი თბილისში ჩამოდის?

ლავროვი - "მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი"

კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადეს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაშია […]

ლავროვი – “ჩემთან შეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა”

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივით გაიმართა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა“, – განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ ზოგიერთი კომენტარი ამ შეხვედრის თაობაზე მის „ღიმილს და გაოცებას“ იწვევს. „კომენტარები რომლებსაც თვით ქართველები აკეთებენ“, […]

ლავროვი – “მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი”

ლავროვი - "მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი"

საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Kommersant-თან ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას. „მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას […]

ლავროვი სცენაზე წაიქცა – ვიდეო

ლავროვი სცენაზე წაიქცა - ვიდეო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფორუმზე “რუსეთი-შესაძლებლობების ქვეყანა” სცენაზე ასვლის დროს წაიქცა. ის წამყვანმა მაშინვე წამოაყენა და ლავროვი სავარძელთან მშვიდობიანად მივიდა.

NYT: ტრამპმა რუსეთს ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა

NYT: ტრამპმა რუსეთს ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრიისას, მას ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” გარკვეულ ტერორისტულ ჩანაფიქრს ეხება, – წერს The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე, ამერიკული პრესა მხოლოდ იმის შესახებ წერდა, რომ ტრამპმა ლავროვს “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელი დაზვერვის მონცემებზე იყო ლაპარაკი. […]

რა უპასუხა ჯანელიძემ ლავროვს

რა უპასუხა ჯანელიძემ ლავროვს

– ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების“ დილის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა. მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის […]

ხაჯიმბამ და ლავროვმა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის აღდგენაზე ისაუბრეს

ხაჯიმბამ და ლავროვმა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის აღდგენაზე ისაუბრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტად მყოფმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით ტრანზიტის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამისთვის არსებობს სამართლებრივი საფუძველი და მან აღნიშნულ საფუძვლად რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს მიღწეული შეთანხმება დაასახელა: – რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტი აღდგეს. ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს, ის შეთანხმებები, […]

აფხაზები ლავროვს ყანწით დახვდნენ

აფხაზები ლავროვს ყანწით დახვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც მას აფხაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელები ყანწით და ღვინით დახვდნენ. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გახსნა რუსეთის ახალი საელჩო სოხუმში, ხვალ კი, ლავროვი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. სამინისტროს განცხადებით, სერგეი ლავროვის ეს […]

ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. 18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო […]