ლავროვი თბილისში ჩამოდის?

ლავროვი თბილისში ჩამოდის?კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადეს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან.

„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება,“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იპნ