ჭდე: ლიკა ქავჟარაძე

ცოტნე გამსახურდია – ლიკა ქავჟარაძის სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ

ცოტნე გამსახურდია: „რატომ ტრიალებს იმავ წრეზე ჩვენი სამშობლო უკვე მრავალი წელიწადია?“

ცოტნე გამსახურდია ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: “ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა… ალბათ არ იცით, რომ ჩვენ გარე ბიძაშვილები ვიყავით, ბებიაჩემის, მირანდა ფალავანდიშვილის მხრიდან. შეგნებულად არ ვდებ სურათს იმიტომ, რომ მისი სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ. დიახ, წარმოიდგინეთ, ესეც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს… ახსნის ხასიათზე არ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ მისი […]

”ლიკა ქავჟარაძის მოსაძებნად სოსო ლომთაძე ჩვენთან სალონში მოვიდა და გვითხრა, რომ სახლში ურეკავდა და არავინ იღებდა ყურმილს” – რას ყვება სალონის მეპატრონე მარგალიტა გომელაური

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ,,პრაიმტაიმისთვის” დამატებითი დეტალები  ხდება ცნობილი. ,,პრაიმტაიმი”  ესაუბრა იმ სალონის მეპატრონეს, სადაც ლიკა ქავჟარაძე ყოველდღიურად დადიოდა.  სალონის მეპატრონე მარგალიტა გომელაური ყვება, რომ ლიკა ქავჟარაძის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სალონში ორი დღის განმავლობაში არ გამოჩნდა. მარგალიტა გომელაურის თქმით, ლიკა ქავჟარაძე სალონში  ყოველდღიურად დადიოდა და  გარდაცვალების წინა დღესაც, ანუ 10 ოქტომბერს, თმის დავარცხნაზე იყო […]

ლიკა ქავჟარაძის ქორწილი, მეჯვარეები – ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური

ლიკა ქავჟარაძის ქორწილი, მეჯვარეები - ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური

ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე ლიკა ქავჟარაძის ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ულამაზესი ქართველი მსახიობი მეუღლესთან სანდრო თაქთაქიშვილთან და მეჯვარეებთან ერთად არის გადაღებული. როგორც ირკვევა, მისი ხელის მომკიდეები ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური იყვნენ. “ლიკა ქავჟარაძის ქორწილი.მეჯვარეები ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური ❤️Khatuna Ochiauri ლიკა,ეკა და ხათუნა 19 წლის :)” – წერს ეკა ხერხეულიძე. ლიკა ქავჟარაძეს პირველი ქორწინებიდან ვაჟი […]

როგორ ცხოვრობენ ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

როგორ ცხოვრობენ ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

ლიკა ქავჟარაძე პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილიშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ… – თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო, – აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. ლიკა ქავჟარაძე […]

დეკემბერში ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი გაიხსნება – გარდაცვლილ ადამიანს ვარსკვლავს პირველად გაუხსნიან

დეკემბერში ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი გაიხსნება - გარდაცვლილ ადამიანს ვარსკვლავს პირველად გაუხსნიან

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, დეკემბერში ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი გაიხსნება და ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როცა გარდაცვლილ მსახიობს ვარსკვლავს გაუხსნიან. “ჩემო ლიკა!!!რთულია უშენობა!!!! უშენოდ მოგვიწევს შენი სახელობის ვარსკვლავის გახსნა,რომლისთვისაც ასე ვემზადებოდით!!! .ძალიან მოგვენატრები” – აცხადებს ოქიტაშვილი. მანამდე ოქიტაშვილმა განცხადა, რომ 15 დეკემბერს ლიკა ქავჟარაძის საღამო და ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, მაგრამ ვიანიდან გარდაცვლილისთვის […]

ლევან უჩანეიშვილი – ჩემო ლიკა, მაპატიე…საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

ლევან უჩანეიშვილი - ჩემო ლიკა, მაპატიე...საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება მსახიობი ლევან უჩანეიშვილი. „ჩემო ლიკა მაპატიე… ყველას აპატიე… საქართველოს აპატიე… ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ! გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ! შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ , არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!… გვაპატიე! […]

ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძეზე – ლიკა ებრძოდა თავის ძალიან ძლიერ დემონებს

ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძეზე - ლიკა ებრძოდა თავის ძალიან ძლიერ დემონებს

მსახიობი ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას “იბერიას” ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ქავჟარაძის ფანი . ია ფარულავას თქმითვე, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ლევან უჩანეიშვილს თავად შეატყობინა, რომელმაც ემოციური წერილი მიუძღვნა ლიკას ხსოვნას. “სიტყვები არ მყოფნის. მე ვიყავი ლიკას ფანატი ბავშვობიდან, მე ვაგროვებდი მის ფოტოებს, ჩემი ოცნება იყო ლიკა ოდესმე გამეცნო და მოგვიანებით ეს ოცნება ავიხდინე. […]

13 წლის ლიკა ქავჟარაძე ნუშის ტოტით – ”როცა აყვავდა ნუში” – ვიდეო

13 წლის ლიკა ქავჟარაძე ნუშის ტოტით - ”როცა აყვავდა ნუში” - ვიდეო

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ლიკა ქავჟარაძეს მცირე, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდი აქვს ქართულ საკულტო ფილმში ”როცა აყვავდა ნუში.” ”კვირის პალიტრასთან” საუბარში ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამ ეპიზოდს ასე იხსენებს: – მე არ ვარ ის რეჟისორი, სახალხო ფილმები­ რომ აქვს გადაღებული, რომელიც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს,­ მაგრამ “როცა აყვავდა ნუში” სწორედ ასეთი­ ფილმია. ერთ კადრში მოდის […]

გურამ ფალავანდიშვილი – გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი

გურამ ფალავანდიშვილი - გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი

– ლიკა ქავჟარაძე ბოლო პერიოდში იყო ძალიან კარგად, რადგან ელოდებოდა თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქავჟარაძის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა. ფალავანდიშვილი ქავჟარაძის თვითმკვლელობას გამორიცხავს. – კიბეებზე ასვლის დროს უჭირდა სუნთქვა, ვფიქრობ შესაძლოა, ყოფილიყო ანევრიზმა ან თრომბი, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტ მიზეზს. პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილიაო. […]

რომან გოცირიძე – ლიკა ქავჟარაძე არ იყო სათანადოდ ნამკურნალევი. ის ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს

რომან გოცირიძე - ”ქვეყანა ვალებში იძირება”

რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ლიკა ქავჟარაძე მრავალი წელია ავად იყო. ის ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა. ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ სტიგმის გამო ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს. ხშირად, მდგომარეობის გამწვავების გამო, იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, ამიტომ, ამით სარგებლობდნენ ან გაუთვითცნობიერებელი ან თაღლითი ადამიანები და იღებდნენ ისეთ […]